AMD Sigma ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შეიმუშავებს - ლევან მოსეშვილი
ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს.
როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი აცხადებს, კომპანიის წარმომადგენლებმა ვაზიანის აეროდრომზე პირველი საველე ვიზიტი უკვე განახორციელეს, შეისწავლეს ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.
„დღეს კომპანიის წარმომადგენლები პირველად იყვნენ საველე გასვლაზე ვაზიანის აეროდრომზე. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია შეისწავლეს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. AMD Sigma-ს წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ შესამუშავებელი დოკუმენტი იყოს სრულყოფილი.
ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ძირეული და მთავარი იქნება ახალი აეროპორტის განვითარებისათვის, რათა ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს“, – აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისივე თქმით, AMD Sigma-ს ექსპერტები პროექტთან დაკავშირებულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებისა და საველე ვიზიტის მიზანია არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შეფასება და დაინტერესებული მხარეების ხედვების გათვალისწინებით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა.
AMD Sigma არის გერმანული, ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში. კომპანია 2019 წლიდან Munich Airport International-ის შემადგენლობაშია.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
04.09.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.