ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვით დაახლოებით 60 მლნ დოლარის შემოსავალს ვკარგავთ - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში რეექსპორტის აკრძალვა საქართველოს საექსპორტო მონაცემებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. დანაკარგი, როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ფარგლებშია. თუმცა, სამომავლოდ, თუკი ანალოგიური აკრძალვა შუა აზიის ქვეყნებზეც გავრცელდება, დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოდან ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში რეექსპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი გადის რუსეთში. შესაბამისად, როგორც ნონიაძე ვარაუდობს, არ არის გამორიცხული, შეზღუდვა ამ ქვეყნებსაც დაუწესდეთ.
,,ამერიკის შეერთებული შტატებიდან მსგავსი შეზღუდვა, როგორც რუსების წინააღმდეგ სანქციებში მონაწილე ქვეყნის მხრიდან, მოსალოდნელი იყო. მე- 11 პაკეტი სწორედ ამას ითვალისწინებდა, რომ მესამე ქვეყნების დახმარებით სანქცირებული პროდუქცია კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე არ მოხვედრილიყო. როგორც ცნობილია, რუსეთში რეექსპორტის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, თანხობრივად ეს არის 53 მილიონი დოლარი. ხისტად რომ დაითვალოს, ჯამში ქვეყანა დაახლოებით 60 მილიონ დოლარს კარგავს დაწესებული შეზღუდვის გამო. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ საქართველოდან რეექსპორტირებულ ავტომობილებზე, მაგრამ შეიძლება დაემატოს სხვა ქვეყნებიც - ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი, საიდანაც დიდი ოდენობით ავტომობილები სავარაუდოდ გაჰყავთ რუსეთშიც. მათაც შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვა და ეს უკვე ჩვენს ბაზარზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას მოახდენს. კონკრეტულად რამდენი ვერ გეტყვით, ვინაიდან არ გვაქვს ინფორმაცია, ამ ქვეყნებიდან რამდენი ავტომობილი გადის რუსეთში. შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ცხადია, საქართველოდან რუსეთის ბაზრისთვის არ გაიყვანენ ავტომობილებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იზრუნებენ“, - აცხადებს ალექსი ნონიაძე Business Insider Georgia - თან.
ცნობისთვის, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდანრუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელიაგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი დარეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826