ამომწურავად ვისაუბრეთ ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით - განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და განახლებულმა მოდელმა l მარიამ ქვრივიშვილი
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრა გაგვემართა ადგილობრივ და გლობალურ წამყვან ფინტექ კომპანიებთან, რომლებსაც წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
22.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9984 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6290 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6290 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9984 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.006
ლარი შეადგინა.