ანაკლიაში დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები - ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დიდი ტვირთამწეობის გემები მივიღოთ l თამარ იოსელიანი
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.
„Jan De Nul N.V.-ის ფლოტში შემავალი გემი უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნულ გემს ასევე შემოუერთდება უფრო დიდი ზომის გემი აგვისტოს ბოლოსკენ, რომელიც გააგრძელებს აღნიშნულ სამუშაოებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამუშაოების მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან და კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორ ტიმ დევოლდერთან ერთად გაეცნო. როგორც აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი ტვირთამწეობის გემები, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავენ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
04.09.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6126 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6180 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0364 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.