მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.6
0.0284
flag
AZN 1.5441
0.0052
flag
CNY 39.047
0.0127
flag
EUR 3.0424
0.0091
flag
GBP 3.5527
0.012
flag
KZT 57.3
0.0063
flag
TRY 0.0544
0.0002
flag
USD 2.625
0.0094
news banner

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

როგორც თამარ იოსელიანი განმარტავს, პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და სამუშაოების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შემოსულია მეორე ფსკერდამღრმავებელი გემი, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფსკერის დაღრმავებაზე, ასევე ტალღმჭრელის მშენებლობაზე. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რადგან ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო დიდი ზომის გემები, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და, შესაბამისად, გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ - თამარ იოსელიანი

01.09.2026.21:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

როგორც თამარ იოსელიანი განმარტავს, პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და სამუშაოების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შემოსულია მეორე ფსკერდამღრმავებელი გემი, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფსკერის დაღრმავებაზე, ასევე ტალღმჭრელის მშენებლობაზე. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რადგან ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო დიდი ზომის გემები, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და, შესაბამისად, გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა