მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის მზარდ როლს.

„შუა დერეფანი უკვე აღარ არის ალტერნატივა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ამას ცხადყოფს, რომ დამატებითი ალტერნატიული მარშრუტები უკვე ძირითად მარშრუტებად გარდაიქმნება. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამ მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე საუბრისას თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მისი განხორციელების ფორმატი არსებითად შეიცვალა.

„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, შეიცვალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების მოდელი, ჩვენ გადავედით ე.წ. „ლენდლორდ"  მოდელზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო რჩება ნავსადგურის მესაკუთრედ, ავითარებს აღნიშნულ ნავსადგურს, აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ინვესტორები უკვე შემოდიან მას შემდეგ, რაც ტერმინალების ოპერირებაზე მიდის საუბარი. ანუ ტერმინალების ოპერატორებად იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორი, რომელიც ტვირთების მიხედვით შეძლებს ტერმინალების ოპერირებას. მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი - როგორც ტვირთების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა და, რა თქმა უნდა,შესაბამისი გამოცდილების ქონა მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების კონტექსტში"- განმარტა იოსელიანმა

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა

08.10.2026.13:00

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 219 010.1 ათასი დოლარის ღირებულების 184 914.9 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 59.74%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 46.32% შეადგინა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 279.4 ტონა 38 108.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:

• აშშ - 32 279.4 ტონა;
• თურქეთი - 31 320.6 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ირანი - 13 412.8 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა