ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით - ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
„ჩვენ, ექსპედიტორები, ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა გვქონდეს“, - აცხადებს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი გივი თხელიძე. მისი თქმით, ასოციაცია მიესალმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასაც.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენნაირი დასაქმებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და მის განხორციელებას, რა თქმა უნდა, ვემხრობით. თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით რომ აშენდეს და სახელმწიფო უფრო მეტად იყოს ჩართული მის დაორგანიზებასა და დაფინანსებაში, ამას ექსპედიტორებიც, რა თქმა უნდა, მივესალმებით. სხვადასხვა მაგალითი იმასაც აჩვენებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება კარგად აისახება ჩვენს ინდუსტრიაზე“, - აღნიშნავს გივი თხელიძე.
გივი თხელიძის განცხადებით, რიგითი ქართველებისთვის უპირატესია, რომ სტრატეგიულ თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურას თავად ქართველები აკონტროლებდნენ და იქ, უმეტესწილად, ადგილობრივი კადრები იყვნენ დასაქმებულები.
სხვა სიახლეები
საქართველოში წარმოებული წვენების ექსპორტი იზრდება - აშშ კვლავ წამყვან ბაზარად რჩება
15.09.2026.19:00
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 18 559.4 ათასი დოლარის ღირებულების 11 945.8 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 14 212.6 ათასი დოლარის ღირებულების 8 739.2 ტონა წვენი. ეს კი ნიშნავს, რომ ღირებულებით ნაწილში ზრდა 30.59%-ია, ხოლო მოცულობების კუთხით 36.69%-იანი.
2026 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნატურალური წვენების ექსპორტი აშშ-ში განახორციელა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
• აშშ - 2 881.2 ტონა;
• ავსტრალია - 2 488.0 ტონა;
• რუსეთი - 1 458.9 ტონა;
• გერმანია- 1 211.6 ტონა,
• ისრაელი - 860.3 ტონა.