მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის - ლაშა აბაშიძე

news image
mbc image

„ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა“, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენების შესახებ.

მისი თქმით, რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თუ აქამდე ანაკლიის პორტის ძირითადი კონცენტრაცია მხოლოდ საკონტეინერო მიმართულებაზე იყო, ახლა ის იქნება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის. ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით, მიემართება მშრალი და ნაყარი ტვირთები. ეს პორტი უკვე იქნება მრავალფუნქციური, რომელიც აღნიშნული ტვირთების გადაზიდვაში იქნება ჩართული. ჩვენ კი საშუალებას მოგვცემს რომ გავზარდოთ გადაზიდვები და მოვახდინოთ გაცილებით მეტი ტვირთის გატარება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ახალი საპორტო სიმძლავრეები და, კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი | ლაშა აბაშიძე

01.10.2026.18:05

საქართველოს როლი შუა დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვაკავშირებთ ევროპის ბაზართან, ასევე ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს შავ ზღვასთან და ვართ საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ამიტომ ტვირთნაკადი არის მომატებული, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

ლაშა აბაშიძის თქმით, არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

„უკვე გაქვს ისეთი მონაცემები, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. სწორედ ამიტომ საქართველოს რკინიგზაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. დაგეგმილი გვაქვს, არსებითად გავაუმჯობესოთ რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა - მიმდინარეობს სალოკომოტივო და სავაგონო პარკის სრული განახლება“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს, ლაშა აბაშიძის თქმით, მის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება.

„ ახალი საპორტო სიმძლავრეები და, კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი. როგორც კვლევები აჩვენებს, შუა დერეფანში, მომავალ წლებში იქნება ტვირთების 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ზრდა. შესაბამისად ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ტვირთების გატარების მოხდეს. ამიტომაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არამხოლოდ საქართველოსთვის, ზოგადად შუა დერეფნისთვის არის მნიშვნელოვანი და კრიტიკული მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან ერთად, რომ მიმდინარე წელს გამოვაცხადოთ ტენდერი და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა დავიწყოთ. ეს იქნება სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაშენებთ ახალ სადგურებს და ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა