მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის „ლენდლორდის“ მოდელით ვაბალანსებთ კერძო და საჯარო სექტორის ინტერესებს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის „ლენდლორდის“ მოდელით ვაბალანსებთ კერძო და საჯარო სექტორის ინტერესებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია. „ლენდლორდის“ მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ ტვირთის მოზიდვას, შესაბამისი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოტანას.

აქ ჩვენ ვაბალანსებთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო ინტერესებს. ჩვენთვის ეს მოდელი არის ის მიდგომა, რომლითაც განვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელია აპრობირებული - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე. ახლა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა. ბელგიური კომპანია, რომელიც დიდ ოთხეულში შედის, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რათა აშენდეს 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე, იმისათვის, რომ შევძლოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილტონაჟიანი გემების მიღება.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ. სულ გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თვის ბოლომდე გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი.

შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს აქტიურად ვახორციელებთ. რკინიგზამ პროექტირება დაასრულა და ჩვენ უკვე სამშენებლო პროცესზე გადავდივართ. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია სატრანსპორტო ქსელებს დაუკავშირდეს.

ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საავტომობილო ტრანსპორტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ვგეგმავთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, რათა შეიქმნას ის ეკოსისტემა, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება - მარიამ ქვრივიშვილი

09.10.2026.11:33

„საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება.

უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.

ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა" - კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.

„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა.

დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა