მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ დაიწყოს ტალღმტეხის მშენებლობა.

„სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ აშენდება 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი, შესაბამისი აუზი 16-18 მეტრამდე დაღრმავდება და გვექნება შესაძლებლობა, 2029 წლისთვის მივიღოთ პირველი გემი", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ქვეყანა გაორმაგებულ ტვირთბრუნვას მომზადებული დახვდეს და რეგიონში სანდო პარტნიორის რეპუტაცია განიმტკიცოს. თამარ იოსელიანის შეფასებით, არსებულ გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებისთვის შემუშავებულია მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.

„ჩვენი მიზანია, სრულად დავაკმაყოფილოთ შუა დერეფნის საჭიროებები და მეზობელ ქვეყნებთან სინერგიით ვუპასუხოთ გაზრდილ ტვირთბრუნვას. ამ პროცესში გადამწყვეტია სისწრაფე, ეფექტიანობა და გამტარუნარიანობის გაზრდა. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ეტაპი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია, რომლის მშენებლობაც უკვე დავიწყეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს

26.08.2026.11:00

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 78 374.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 7 673.2 ტონა თხილი გაიტანა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7 457.7 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან თხილის ექსპორტი 2.89%-ით გაიზარდა.

საქართველოში მოყვანილი და გადამუშავებული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს:

• იტალია - 2 212.4 ტონა;
• სირია - 737.8 ტონა;
• ესპანეთი - 693.0 ტონა;
• საფრანგეთი- 460.8 ტონა;
• პოლონეთი - 423.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა