მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე - საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247

news image
mbc image

„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.

„ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ახალი კარიბჭე. პროექტის მიზანია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუზარდოს გამტარუნარიანობა კონტეინერების, მშრალი ნაყარი და სხვა ტიპის ტვირთების მიმართულებით, რუსეთისა და სუეცის არხის მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირების პარალელურად. პირველი ეტაპის დასრულება 2029 წელს იგეგმება, როდესაც, სავარაუდოდ, პორტი წლიურად სულ მცირე 600000 TEU-ს (20-ფუტის ეკვივალენტურ ერთეულის) გადაამუშავებს. მეორე ეტაპი კი 2035 წლისთვის გამტარუნარიანობას სულ მცირე 1 მილიონ TEU-მდე გაზრდის. Jan De Nul მონაწილეობს შუა დერეფანთან დაკავშირებულ სხვა საპორტო პროექტებშიც, მათ შორის ყაზახეთში კურიკის პორტის გაფართოებასა და თურქეთში, მერსინის პორტში მიმდინარე დაღრმავებით სამუშაოებში“, - აღნიშნულია სტატიაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა

12.11.2026.20:46

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ზრდის მაღალ დინამიკას.

აღინიშნა, რომ ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკა და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სსფ-ს მისიის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა