ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, პორტი იყოს ქართული მფლობელობის და მეორე მხრივ, მის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა - მარიამ ქვრივიშვილი
„ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე დაღრმავებითი სამუშაოები არის დაწყებული. ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შეიცვალა ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელი, რითიც გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ პორტი იყოს, რა თქმა უნდა, ქართული მფლობელობის და მეორე მხრივ, არსებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პორტის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა
12.11.2026.20:46
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ზრდის მაღალ დინამიკას.
აღინიშნა, რომ ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკა და სამომავლო გეგმები.
ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სსფ-ს მისიის წევრები ესწრებოდნენ.