ანაკლიის პორტის პროექტი საინტერესოა აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის - მინისტრი
ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია და ეს არის მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტი და შესაბამისად, ის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითასვილმა დღეს, მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. .
მისივე თქით, ანაკლიის პორტის პროექტი საინტერესოააზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის.
„იმიტომ რომ გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ეს მარშრუტი. ეს ემსახურება ამ ეკონომიკის ინტერესებსაც როგორც სატრანზიტო, ისე ამ ქვეყნებში წარმოებული ტვირთების ექსპორტის კუთხით ან იგივე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია.
ჩვენ გვაქვს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ფორმალური პროცესი თებერვლიდან გვაქვს დაწყებული და გვყავს ორი კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტება. ჩვენ ამ პროცესს ეფექტურად, დროში როგორც არის დაგეგმილი ჩავატარებთ და დარწმუნებული ვართ, რომ სათანადო, ღირსეულ, ინვესტორ პარტნიორს შევარჩევთ რომელსაც თავის კვალიფიკაცია ექნება, რომ პორტის ოპერირებაშიც თავისი წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826