მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება 2029 წლიდან იგეგმება

news image
mbc image

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნულ) განახორციელებს, - აღნიშნულ საკითხზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ე.წ. დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთია და ის სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. 

„დავასრულეთ პორტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი. კომპანია „იან დე ნულ“ -ს ჰყავს მსოფლიოში უდიდესი სპეციფიკური ფლოტი, რომელიც გამოყენებულ იქნება პორტის სამშენებლო სამუშაო სამუშაოებში, ეს იქნება როგორც ფსკერდაღრმავება, ისე შესაბამისი ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მოწყობა. ეს არის ძირითადი, უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პორტის შემდგომში განვითარების, სხვადასხვა კონფიგურაციის შემთხვევაში იქნება გამოსადეგი. ამიტომ ჩვენ აგვისტოს თვის განმავლობაში კომპანიასთან ვიმუშავებთ ხელშეკრულებაზე - ვფიქრობ, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ უკვე სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას საერთაშორისო მასშტაბის საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - მათ შორის, აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში. გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურესა და აფრიკაში.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კომპანია „იან დე ნულ“-თან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით. 

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს და შუა დერეფნის მარშრუტს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა