მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმულისიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური” l Galt & Taggart

news image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაცია ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აპრილი 2026” აქვეყნებს.

,,ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა.

2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით
შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25
წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და
ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

Galt & Taggart - გალტ & თაგარტის შეფასებით, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას კვლავ აჩვენებს.

,,2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და
ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის
დონეს უკავშირდებოდა. ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო
იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო
მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტომაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.

,,2026 წლის აპრილში ჰიდროგენერაცია წლიურად 19.3%-ით შემცირდა, სუსტი ჰიდროლოგიის გამო, და ჯამური მიწოდების 78% შეადგინა. შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა. წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა
თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება. აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული
სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.2026 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და ღირებულების ექსპორტით.

აზერბაიჯანთან დღის ჭრილშიც იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა. თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება 0.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა,
რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება | ევროკომისიის ანგარიში

25.05.2026.09:04

ევროკომისია განახებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.

ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.

,,რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.

,,ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.

ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისისს გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).

,,2025 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შენელდა. მიწოდების მხარეს, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორების წვლილი უარყოფითი იყო. ხოლო, მომსახურებების სექტორში გაზრდილი პროფიციტისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-მდე შემცირდა.

,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება”, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.

რაც შეეხება ინფაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შდარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.

,,2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა