აპრილში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი ორი ახალი ემისიით გაფართოვდა - დეტალები Bank of Georgia-ს და Lopota-ს ტრანზაქციების შესახებ
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, აპრილში გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მთავარი ყურადღება მონეტარული პოლიტიკისა და ინფლაციის რისკებზე იყო გამახვილებული. FED-მა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 3.50%-3.75%-ის ფარგლებში დატოვა, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე გაზრდილმა ენერგომატარებლების ფასებმა ინფლაციური წნეხი გააძლიერა.
ამავე პერიოდში, European Central Bank (ECB) - მაც განაკვეთი 2%-ზე შეინარჩუნა. ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა, ეკონომიკური ზრდა კი შენელდა, რამაც ევროპულ ობლიგაციების ბაზრებზე მერყეობა გაზარდა.
,,საქართველოს ბაზარზე აპრილში ორი ახალი კორპორატიული ობლიგაცია განთავსდა - საქართველოს ბანკის 40 მილიონი დოლარის მოცულობის და ლოპოტას 1 მილიონი დოლარის 1-წლიანი ემისიები”, - წერს Galt & Taggart - გალტ & თაგარტი.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება - მარიამ ჩახვაშვილი
18.05.2026.08:35
ელექტროენერგიის მოხმარება ისტორიულად 3.4%-ით იზრდებოდა და ჩვენი პროგნოზით, ზრდის მსგავსი ტემპი მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება" - ამბობს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ, პირველ რიგში, შეგვეხედა ელექტროენერგიის ბალანსისთვის - გვენახა, რა ისტორიული მდგომარეობაა და რა შეიძლება შევცვალოთ ჩვენს პროგნოზებში. ამას ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ, ვაკვირდებით მონაცემებს, პროგნოზებს და ამ პროგნოზების მიხედვით შემდეგ ვცვლით ჩვენს სამომავლო მოლოდინებს სექტორის, საინვესტიციო კლიმატის და სხვა საკითხების შესახებ. ახლაც ჩვენ, პირველ რიგში, ისტორიულ მონაცემებს დავაკვირდით. ვნახეთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა 3.4%-ით და დაახლოებით იმავე ტემპით ზრდას ველოდებით მომავალი 10 წლის განმავლობაშიც.
ეკონომიკის ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რასთანაც მჭიდრო კავშირშია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ისტორიულადაც რომ შევხედოთ, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ეკონომიკის ზრდას მიჰყვებოდა. გამონაკლისი გვქონდა 2022-2023 წლები, როდესაც ეკონომიკა უფრო სერვისზე ორიენტირებული სექტორების ხარჯზე იზრდებოდა და კლება გვქონდა მაღალი ენერგოტევადობის ინდუსტრიებში, როგორიც არის მეტალურგიული ქარხნები და ფეროშენადნობთა ქარხნები. ამგვარად, ზუსტად ამ წლებში გვქონდა შენელება მძიმე მრეწველობაში - იყო უფრო სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრიების ზრდა, შესაბამისად, იყო აცდენა ელექტროენერგიის მოხმარებასა და ეკონომიკის ზრდას შორის“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი.
მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, 2024-2025 წლებში ელექტროენერგიის მოხმარების ტენდენცია პროგნოზებს დაემთხვა, ხოლო ეკონომიკის ზრდა კვლავ მოხმარების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემისთვის მთავარ გამოწვევად ჰიდროსადგურების სეზონურობა რჩება, რადგან გენერაციის 80% განახლებად ენერგიაზე, ძირითადად კი ჰიდროსადგურებზე მოდის.
„ელექტროენერგიის მოხმარების პიკი ჩვენ დეკემბერ-იანვარში გვაქვს და ამ პერიოდში შედარებით დაბალია ჰიდროგენერაცია. ანუ, იმპორტდამოკიდებულება ყველაზე მაღალი ზამთრის პერიოდში გვაქვს. ე.წ. ზამთრის პერიოდი, რომელიც 8 თვე გრძელდება ენერგეტიკაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლითაა. წელს, მაგალითად, იანვარში 36% იყო მხოლოდ ამ ჰიდროელექტროსადგურებისების გენერაცია, დანარჩენისთვის კი ჩვენ დაგვჭირდა თბოსადგურის ჩართვა და იმპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თვიდან თვემდე დეფიციტი კიდევ უფრო მეტად ღრმავდება.
წლის ჭრილში კი რომ შევხედოთ, იმპორტდამოკიდებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია - დაახლოებით 26-27%-ის ფარგლებშია ელექტროენერგიის იმპორტი. თუმცა სეზონურად კიდევ უფრო მეტად ღრმავდება იანვარ-დეკემბრის დეფიციტი და კიდევ უფრო მაღალია ამ თვეებში გენერაციის საჭიროება“, - განმარტავს მარიამ ჩახვაშვილი.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის განცხადებით, დეფიციტურ პერიოდში ყველაზე მეტ გენერაციას ქარის სადგურები და რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები უზრუნველყოფენ, ხოლო მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურებსა და მზის სადგურებს თითქმის ერთნაირი წლიური პროფილი აქვთ, რომლის 60% დეფიციტურ თვეებზე, 40% კი მაისი-აგვისტოს ჭარბი გენერაციის პერიოდზე მოდის.