მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აპრილში საზღვარგარეთ ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ ₾5 მილიონს გადააჭარბა

news image
mbc image

აპრილის ბოლოსთვის რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების (იშუინგი) რაოდენობამ 70 318 093 ერთეული შეადგინა, რომელიც მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოპერაციებს.

სებ-ის მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციებით 5 642 419 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, საიდანაც 89%-ი  საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობაა, ხოლო დარჩენილი 11%-ი კი საზღვარგარეთ.

უფრო კონკრეტულად, ქვეყნის შიგნით აპრილში 5 047 324 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ 595 095 000 ლარი.

ქვეყნის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციებიდან თანხის 63%-ი ბანკომატების განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. სულ საუბარია 3 166 262 000 ლარზე. თანხის 37%-ის ბრუნვა კი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებში დაფიქსირდა - 1 874 604 000 ლარი.

რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული  საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 6 131 610 ერთეული შეადგინა, რომლითაც 595 095 000 ლარის ტრანზაქციები დაფიქსირდა, რომლის 11%-ი ანუ 63 003 000 ლარი ბანკომატებზე, ხოლო დარჩენილი 89%-ი 532 092 000 ლარი პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით გადახდებზე მოდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა