აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია - მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე
„აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი.
„ჩვენს სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და TUMO – მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია ამ პროექტის სწორედ ქუთაისში განხორციელება, რადგან ბოლო წლებში ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ახალი ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად.
„საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძვლები, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში - ირაკლი ნადარეიშვილი
12.09.2026.14:38
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა, 2023 წელს კი აღნიშნული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რასაც თან ახლდა თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ციფრული ეკონომიკის ფარგლებში.
„წელს ჩვენ ასევე შევთანხმდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, რაც ითვალისწინებს თანამედროვე დებულებების დანერგვას ელექტრონული კომერციის, ინვესტიციების წახალისებისა და ინფორმაციაზე წვდომის მიმართულებით. ჩვენ ასევე გავდივართ უბრალო ვაჭრობის ფარგლებიდან უფრო მტკიცე საინვესტიციო პარტნიორობისკენ. საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ტრადიციული ვაჭრობის ფარგლებს სცილდება.
„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ციფრულ სერვისებში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკურ გადაწყვეტებში, ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებასა და ელექტრონულ კომერციაში. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების ჩარჩოების შემუშავებაში ჩინეთის გამოცდილება ძალზე რელევანტურია, რადგან საიმედო და ეფექტიანი ციფრული კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს შეუძლია შესთავაზოს ეფექტიანი ბაზა რეგიონული ოპერაციებისა და ევროპასა და აზიას შორის მომსახურების მიწოდებისთვის. ქართული კომპანიებისთვის კი ჩინეთი იძლევა წვდომას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მიმზიდველ ბაზარზე.
ჩვენი მიზანი ამ ძლიერი მხარეების დაკავშირება უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტი ჩინეთში CIFTIS-ის ფარგლებში ჩატარდა, სადაც საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.