მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, სანქცირებულ კომპანიებს - ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე

news image
mbc image

ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ არ დაუტოვა კითხვა არც ერთ მის პარტნიორს.

 

„ბატონი ირაკლი შატაკიშვილის კითხვას რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ ფრენებს რაც შეეხება რუსეთთან ცალმხრივად, შევახსენებ საზოგადოებას სად ვიყავით 2012 წლამდე.  აგვისტოს ომის შემდეგ მათმა ბელადმა მოხსნა სავიზო რეჟიმი, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, ცალმხრივად მეგობრებო! სანაცვლოდ არ მოუთხოვია არაფერი პრაქტიკულად. მას ხომ მინიმუმ შეეძლო, რომ სარკისებური ყოფილიყო ეს მოთხოვნა და მათ ეთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იყოს უვიზო რეჟიმი მაგალითად. მითუმეტეს 1 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, მათი ოჯახის წევრები, მათი ნათესავები არიან აქ და ასე შემდეგ, მიმოსვლა არის აქტიური. ცალმხრივად მოხსნა, შემდეგ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო და მათ შორის მემგონი თვითონაც აღიარეს, ერთ-ერთ აღიარებით ჩვენებაში თქვეს რომ „დაწოლა“ იყოო და მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას. რა მიიღეს სანაცვლოდ? არაფერი! ერთადერთი თხოვნა ჰქონდა სააკაშვილს და ამის თაობაზე საჯაროდ არის ცნობილი უკვე - მოითხოვა პირადი ვიზიტი პრეზიდენტ ობამასთან, მაგრამ რა მოხდა?  ჩავიდა პრეზიდენტ ობამასთან და პრეზიდენტმა ობამამ შეხვედრაზე უთხრა, რომ უნდა მოამზადო გადაცემა ხელისუფლების ასე იყო დაახლოებით, თუ არ ვცდები. ამის თაობაზე შეიძლება მედიამ ამოწიოს. აქაც დამტკიცდა კიდევ ერთხელ მათი მოღალატეობრივი, ეგოისტური პოლიტიკა-დამოკიდებულება. გადასცეს ენერგეტიკული ობიექტები, სანქციები ნული, არაფერი არავის აღარ დაუწესებია. შეცვალეს მთელი რიტორიკა და თქვეს რომ ომი ვითომ აღარ იყო. ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა, აღიარება მოხდა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ამდენი ბიჭები ჩაიხოცნენ საერთოდ უბედურება მივიღეთ, ბაზები აშენდა და ვითომ არაფერი. აი ეს არის მათი შედეგი, ეს არის მათი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ამიტომ, რაც შეეხება ფრენებს, ფრენებზე ჩვენ არავითარი კითხვა არა გვაქვს, არ დავუტოვეთ კითხვა არც ერთს, არც ერთ ჩვენს პარტნიორს, ჩვენ ღიად ვუთხარით მათ. იცით, რომ მე საჯაროდ გამოვედი და ვთქვი რომ რას ნიშნავს? თუ ჩვენი ომის დროს ამდენი უბედურება დაგვემართა, დაგვატყდა თავს - ჩვენი ომი, ომი არ იყო?! თუ ჩვენი სამხედროების სისხლი არ არის სისხლი? გუშინ ვიყავი მე ჩვენს დაჭრილ სამხედროებთან. 32 ჩვენი გმირი ჯარისკაცი შეეწირა ნატოს მისიებს ავღანეთში, ერაყში და ასეულობით არის დაჭრილი. გული მოგიკვდება, ვერ ესაუბრები ამ ადამიანებს როცა ხვდები და რა? განსახილველად დააყენეს თურმე, შეადარეს საქართველო და მოლდოვა, დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა - ეს გგონიათ სამართლიანია? ხოდა ამიტომ ჩვენ არავისთან თავი სამართლებელი არ გვაქვს, ჩვენ ვართ პირნათელი. ყველასთან ყოველთვის ღირსეულად გამოვდივართ, ვიცავთ, ვიცავდით ... ევროკავშირის ეგიდით იყო გამართული მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ჩვენზე გადადიოდა ყველაფერი. მისია ჩავარდნის პირას იყო, ევროკავშირის  მისია, და მაშინ მახსოვს, წინა პრემიერობის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი იყო ჩამოსული ვიზიტით და მაშინ გადაწყდა. მაშინ თხოვნით მოგვმართეს, რომ ჩვენ გაგვეზარდა ჩვენი სამხედროები, იქაც მივიღეთ მონაწილეობა, ღირსეულად, ბოლომდე. გამოვიყვანეთ იმიტომ რომ ყველამ დატოვა, მთელი ევროპა გავიდა თითქმის. ამიტომ, მეგობრებო, რა მინდა გითხრათ, რომ ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ. 2019 წელს, თქვენ კარგად ახსენეთ, როცა შეზღუდა და გააჩერა ფრენები რუსეთმა ცალმხრივად, მაშინ ბევრი ამბობდა რომ, მოუწოდებდა რუსეთს რომ მოეხსნა ეს შეზღუდვა. ხომ გახსოვთ კარგად? ამის თაობაზე იყო საუბრები, მათ შორის ევროპიდან და სხვა ელჩებისგანაც“, - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა