მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არ ველოდი, რომ  მსგავსი სიძველის ჰესი ასე წარმატებით იმუშავებდა - ჩეხეთის ელჩი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე

news image
mbc image

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია. სს ,,ეპ ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა, ელჩს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ჩეხური ,,ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

 

,,მადლიერები ვართ ჩეხეთის ელჩის, რომელმაც გამოიჩინა ინტერესი გაცნობოდა ჩვენს კომპანიას. ზოგადად საელჩოს მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას და დახმარების მზაობას, თუმცა, ახალი ელჩის დაინტერსება, ძალიან სასიხარულოა. ბატონ ელჩს წარვუდგინეთ ინფორმაცია ზაჰესის, “ენერგო-პრო ჯგუფის” და მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ. ერთის მხრივ, ჩვენთვის დიდი პატივია წარმოვადგენდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში. მეორეს მხრივ, სწორად განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და დროულად განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო პროექტებმა, უზრუნველჰყო არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მწყობრში შენარჩუნება, არამედ მათი საპროექტო სიმძლავრეების ზრდა და გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. საქართველოში საქმინაობის 17 წლის განმავლობაში, "ენერგო-პრო ჯგუფმა" ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა, გამოწვევებიც და არაერთი წინაღობა კვლავ რჩება, რასაც რა თქმა უნდა ადეკვატური რეაგირება სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს დაინტერესებისთვის“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

,,ვამაყობ, რომ ვარ ჩეხეთის ელჩი, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის ინვესტორიც საქართველოში ასეთ საინტერესო პროექტებს ახორციელებს.  არ ველოდი, რომ  მსგავსი სიძველის ჰესი ასე წარმატებით იმუშავებდა. ეს არის ჩემი პირველი  და ძალიან საინტერესო ვიზიტი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე”, -  განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა

დღეისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია 6 კომპანიის სახით: სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“ და შპს „მეგავატ სერვისი“.

წლებია ,,ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აგრეთვე ჯგუფში კომაპნიები ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ტოპ ათეულშია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა