არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო საინვესტიციო პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ | Economy Middle East სტატიას აქვეყნებს
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო საინვესტიციო პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ | Economy Middle East სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ახალი ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის, სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთან საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს.
დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის სამინისტროს სათავო ოფისში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე აბდულა ბინ ტუკ ალ მარიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს გლობალური ეკონომიკური პარტნიორის პოზიციების განმტკიცებას. ეს ხორციელდება ეკონომიკური საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს განვითარებით, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებითა და კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობით, რაც ხელს უწყობს ინვესტიციებსა და ინოვაციებს, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მზადყოფნას, გააძლიეროს ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების, პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობის დივერსიფიკაციისა და ერთობლივი პროექტების განვითარების გზით, რომლებიც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო ნაკადების ზრდისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, კერძო სექტორის დონეზე დიალოგის გაძლიერება და პერსპექტიულ ეკონომიკურ სექტორებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
გარდა ამისა, მხარეებმა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინვესტიციების გაფართოებას, ტურისტული და სასტუმრო პროექტების განვითარებას, ტურისტული მიმართულებების მართვის სფეროში გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების მიმზიდველობის გაზრდას, ასევე სექტორში მოქმედ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის პარტნიორობის წახალისებას.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
მდგრადი განვითარების მიმართულებით მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე, გადამუშავების მასშტაბების გაფართოებასა და წარმოებისა და მოხმარების უფრო მდგრადი პრაქტიკის განვითარებაზე.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელებზე გადასვლა ორივე ქვეყნის კომპანიებისა და კერძო სექტორისთვის მდგრადი პარტნიორობის, ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარების უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
16.10.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.