მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში, მათ ვაძლევთ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით - ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ | დავით ნარმანია

news image
mbc image

ზოგადად ქვეყანაში არსებული ლიბერალური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა შეიძლება იზიდავდეს ინვესტორებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში.

მისივე შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოწესრიგებული მარეგულირებელი ნორმები და კანონმდებლობაა. 

„არაერთი დაინტერესებული ინვესტორი მოდის მარეგულირებელ კომისიაში. კვირა ისე არ გავა, რომ ჩვენ 2-3 სამუშაო შეხვედრა მათთან არ გავმართოთ და ვაძლევთ მათ განმარტებებს ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელ ნორმებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ისინი ნახულობენ, რომ ყველაფერი ჩვენს მარეგულირებელ ნორმებში დეტალურად არის გაწერილი. შესაბამისად, ისინი უზრუნველყოფილი არიან სწორედ მარეგულირებელი გარემოთი და ეს არის დამატებითი ფაქტორი იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ.

[ინვესტორებმა] იციან, რომ მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის სექტორში ენერგიის წარმოების ლიცენზიას გასცემს მკაფიო საჯარო ადმინისტრაციული წესებით და პროცედურებით. მათ იციან, რომ ტარიფები, რომლებსაც ჩვენ ვადგენთ, სპეციალური ფორმულის საფუძველზეა გაანგარიშებული. მათ ასევე ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ გვაქვს ბაზრის მონიტორინგის წესები და რეგულაციები, რომლებიც ევროპის ბაზრის რეგულირების ძირითად ჩარჩოს ეფუძნება. მათ ასევე ძალიან კარგად იციან, რომ თუ არათანაბარი თამაშის წესები იქნება ენერგეტიკის სექტორში და ვინმე დაარღვევს კანონმდებლობას, გვაქვს ასევე მკაფიო ადმინისტრაციული მექანიზმები დაჯარიმებასთან დაკავშირებით. მათ ასევე იციან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავების განხილვის პირველი ინსტანცია, სადაც პროცედურები არის ძალიან, დავების განხილვა ხდება ყოველგვარი ბაჟის და საფასურის გადახდის გარეშე. როდესაც ამ ყველაფერს იგებენ, მოწესრიგებულ და ღია ბიზნესგარემოსთან ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

24.09.2026.08:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი პროდუქცია JD.com - ის სავაჭრო პლატფორმის სხვადასხვა პრემიუმ ჩამონათვალში განათავსონ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მომზადდება სამოქმედო გეგმა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

JD.COM-ის ძირითადი მიმართულებებია ონლაინ-ვაჭრობა, ლოგისტიკა და მიწოდების ქსელი, ინდუსტრიული მომსახურება და სხვ.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა