მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს - შოთა ბერეკაშვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებს

news image
mbc image

ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს, - განაცხადა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ქსელები წამოიღებენ პროდუქციას, მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, შედეგად კი, კონტრაქტულ ურთიერთობებში ასიმეტრია აღარ იქნება.

„მარტივ რაღაცას ვსაუბრობთ, როდესაც თქვენ წამოიღებთ პროდუქციას, მასზე იყოთ პასუხისმგებელი ან არ წამოიღოთ - ორი არჩევანი გაქვთ. ახლა, როდესაც ასიმეტრიულია ურთიერთობა, მე ვარ ქსელი და პასუხისმგებლობას კონკრეტულ პროდუქციაზე არ ვგრძნობ, უფრო მეტი არჩევანი მაქვს, მაგრამ, როდესაც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არსებობს, ორჯერ დავფიქრდები კონკრეტულ პროდუქტზე, შემოვიტანო თუ არა ჩემს ქსელში. ამაზეა საუბარი - თუკი შემოგაქვს პროდუქტი, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი უნდა გქონდეს და არჩევანიც ყოველთვის არის, რომ არ შემოიტანო. კონტრაქტულ ურთიერთობებში, უნდა იყოს სიმეტრიული ურთიერთობა როგორც მომწოდებლიდან, ისე საცალო ქსელიდან და ამაზე არავინ წინააღმდეგი არ უნდა იყოს," - განაცხადა ბერეკაშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება - მარიამ ქვრივიშვილი

11.06.2026.20:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო  ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული  მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.  მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც  უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი   ქვეყნისთვის. 

„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს  არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო,  მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით  ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ  მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყონებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად,  სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის" - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა  გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.

„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ  ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნეს მეწარმეებს,  მაგრამ,  ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია  ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ,მაინინგს გულისხმობს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა