არც ეკონომიკური განვითარება და არც რეგიონული ჰაბის განვითარება არ იქნება შესაძლებელი, თუ არ მოხდება სათანადო დაგეგმვა - ირაკლი ღარიბაშვილი
2023 წელს "Numbeo Crime Index" ასახელებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ევროპაში არის მე-8 ადგილზე და მე-18 - მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამ შესანიშნავი შედეგებისა, "Fitch Ratings"-მა დაადასტურა საქართველოს ესეთი რეიტინგი, BB რეიტინგი მიენიჭა და 2023 წლის ივლისში დადებითი პერსპექტივაც უკვე სახეზე იყო.
"არც ეკონომიკური განვითარება და არც რეგიონული ჰაბის განვითარება არ იქნება შესაძლებელი, თუ არ მოხდება სათანადო დაგეგმვა და თუკი ჩვენ არ დავიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შარშან მივიღეთ „ხედვა 2030", ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველ ეროვნული პოლიტიკის დონის დოკუმენტს წარმოადგენს. სწორედ ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც მოცემულია მთავარი ამოცანები და პრიორიტეტები იმისათვის, რომ საქართველომ 2030 წელს მიაღწიოს განვითარებას და ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს დღის წესრიგთან ერთად, ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან ერთად. სტრატეგიის მიზანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ სოციალურ თანასწორობას, სტაბილურობას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას საქართველოში. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური სიძლიერე და ასევე ამ გაძლიერებაზე ორიენტირებული ძალისხმევა ჩვენ გვპირდება იმას, რომ უფრო მეტად გაიზრდება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა.
საქართველო ასევე სარგებლობს საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით და მართლაც, ეს უფრო აისახება ინვესტორებისთვის დადებით სარისკო მდგომარეობად. ჩვენს წინაშე უკვე არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩვენ უფრო უზრუნველვყოთ დაცულობის შესაძლებლობები და საერთაშორისო დონეზე მოხდეს დივერსიფიკაცია.
მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826