მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

აშშ-ის მარეგულირებელმა ტრამპის მხარდაჭერილ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია დაუმტკიცა

news image
mbc image

აშშ-ის მარეგულირებელმა ტრამპის მხარდაჭერილ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია დაუმტკიცა.

აშშ-ის საბანკო სფეროს ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ პარასკევს დაამტკიცა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის განაცხადი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებულ კრიპტოპროექტს, World Liberty Financial-ს, უკავშირდება. გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, კომპანიას სტეიბლკოინთან დაკავშირებული საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის ვალუტის კონტროლის ოფისმა (OCC) საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ World Liberty Trust Company-ის განაცხადს ეროვნული სატრასტო ბანკის ლიცენზიის მისაღებად პირობითი წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიამ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად იანვარში შეიტანა. თუ ლიცენზია საბოლოოდ, მოგვიანებით დამტკიცდება, World Liberty-ს ახლად შექმნილი სატრასტო ბანკის მეშვეობით მომხმარებლების სახელით აქტივების მართვისა და შენახვის, ასევე გადახდების უფრო სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა ექნება. თუმცა, ასეთი ლიცენზია, როგორც წესი, არ ითვალისწინებს დეპოზიტების მიღებას ან ტრადიციული ბანკებისთვის დამახასიათებელ დაკრედიტებას.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კრიპტოინდუსტრიის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფონზე, მსგავსი ლიცენზიების მისაღებად კომპანიები OCC-ს აქტიურად მიმართავენ. აღნიშნული ლიცენზიები კრიპტოკომპანიებს საშუალებას აძლევს, ერთი ფედერალური ლიცენზიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით კლიენტების აქტივები შეინახონ, ასევე უზრუნველყონ ანგარიშსწორებისა და აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, რაც მათ მსხვილი ინსტიტუციური კლიენტების მოზიდვას უმარტივებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აშშ-ის მარეგულირებელმა ტრამპის მხარდაჭერილ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია დაუმტკიცა

18.08.2026.08:55

აშშ-ის მარეგულირებელმა ტრამპის მხარდაჭერილ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია დაუმტკიცა.

აშშ-ის საბანკო სფეროს ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ პარასკევს დაამტკიცა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის განაცხადი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებულ კრიპტოპროექტს, World Liberty Financial-ს, უკავშირდება. გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, კომპანიას სტეიბლკოინთან დაკავშირებული საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის ვალუტის კონტროლის ოფისმა (OCC) საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ World Liberty Trust Company-ის განაცხადს ეროვნული სატრასტო ბანკის ლიცენზიის მისაღებად პირობითი წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიამ განაცხადი ლიცენზიის მისაღებად იანვარში შეიტანა. თუ ლიცენზია საბოლოოდ, მოგვიანებით დამტკიცდება, World Liberty-ს ახლად შექმნილი სატრასტო ბანკის მეშვეობით მომხმარებლების სახელით აქტივების მართვისა და შენახვის, ასევე გადახდების უფრო სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა ექნება. თუმცა, ასეთი ლიცენზია, როგორც წესი, არ ითვალისწინებს დეპოზიტების მიღებას ან ტრადიციული ბანკებისთვის დამახასიათებელ დაკრედიტებას.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კრიპტოინდუსტრიის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ფონზე, მსგავსი ლიცენზიების მისაღებად კომპანიები OCC-ს აქტიურად მიმართავენ. აღნიშნული ლიცენზიები კრიპტოკომპანიებს საშუალებას აძლევს, ერთი ფედერალური ლიცენზიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით კლიენტების აქტივები შეინახონ, ასევე უზრუნველყონ ანგარიშსწორებისა და აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, რაც მათ მსხვილი ინსტიტუციური კლიენტების მოზიდვას უმარტივებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა