მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

news image
mbc image

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითადაა შეფასებული. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას.

საინვესტიციო გარემოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. 

"სანქციების ეფექტიანი აღსრულების მხრივ, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ახალი განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულებას, ასევე ეხმარება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შესაბამის ინსტიტუციებთან, როგორებიცაა: OFAC, OFSI და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, ეროვნული ბანკი ამ კოოპერაციის საფუძველზე იღებს კონკრეტულ საკითხებზე მითითებებს სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სარეიტინგო კომპანიაც ადასტურებს: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2021 წლის ივნისში სებ-ს საერთაშორისო გამომცემლობა Central Banking-მა გამჭვირვალობის ჯილდო გადასცა. ამ აღიარებით ხაზი გაესვა მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესებას".

ამასთან, ანგარიშში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რის შედეგადაც საფინანსო სექტორი და საბანკო სისტემა წარმატებით უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს.

"საბანკო სისტემა სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანია. ფინანსური სექტორი  მყარ კაპიტალსა და პოტენციური საფრთხეებისგან დამცავ ლიკვიდობის ბუფერებს ინარჩუნებს. უმოქმედო სესხების წილი (4.1% 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად განვითარდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის ანგარიში აღნიშნავს, საბანკო სისტემამ კარგად გაუძლო პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ შოკებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ბოლო წლებში დანერგილ მყარ მარეგულირებელ და საზედამხედველო ჩარჩოს ასახავს. არსებითი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავ სისტემის მთავარი სირთულეა: საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 45 პროცენტი, ძირითადად არაჰეჯირებულ მსესხებლებზე, უცხოური ვალუტით გაიცემა", - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა