მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგს მართავენ

news image
mbc image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგსა და მასტერკლასს მართავენ. 

ტრენინგებს ლოკაციის სკაუტი და მენეჯერი ბექი ბრეიქი და პროდიუსერი ჯანეტ მილო გამართავენ, რომელსაც პროდიუსინგში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, აღნიშნული ტრენინგის ჩატარება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში დაინერგა და მათ საჭიროებებზეა მორგებული. 

„ჰოლივუდის გამოცდილი წარმომადგენლების ტრენინგი „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმართება. ორივე ტრენერი კინოინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი პროფესიონალია და ჰოლივუდის წამყვან, მსხვილ სტუდიებთან მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ.  აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს ქართველი კინომწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პროექტი მოვიზიდოთ და განვახორციელოთ საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ. 
5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ ფილმისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, არამედ საინტერესო ლოკაციების შერჩევის მნიშვნელობასა და ხერხებს. 

საქართველოში ჰოლივუდელი ტრენერების მასტერკლასების პარტნიორია თბილისი მერია, მხარდამჭერი სასტუმრო „რუმს ჰოტელი“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა