ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს
ყველაზე გულწრფელი ხომ ის სიცილია, სულ უმიზეზოდ რომ იწყება და მთელ სამყაროს ათბობს ხოლმე. სწორედ ამიტომ, ყველა ბავშვი ყველაზე საყვარელია და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ მზრუნველობას იმსახურებს.
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს. გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს.
სხვა სიახლეები
EBRD და ევროკავშირი მოლდოვის სტრატეგიულ საგზაო დერეფნებს განაახლებენ
23.09.2026.17:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას €344 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს R7 და M3 მაგისტრალების სტრატეგიული მონაკვეთების რეაბილიტაციისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. ბანკის ინვესტიცია ქვეყანაში ამ მნიშვნელოვანი გზების ხარისხსა და უსაფრთხოებას გააუმჯობესებს, შეამცირებს მგზავრობის დროს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს გააძლიერებს რუმინეთთან, უკრაინასა და ევროკავშირის ბაზრებთან.
ბანკის სესხს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი, 13.8 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საინვესტიციო გრანტი და ტექნიკური დახმარება დაემატება.
აღნიშნული დაფინანსება ეფუძნება EBRD-ის მიერ 2024 და 2025 წლებში გამოყოფილ €340 მილიონს, რომელიც მოლდოვაში მნიშვნელოვანი საგზაო კავშირების რეაბილიტაციასა და ევროპელ მეზობლებთან სატრანსპორტო დაკავშირების გაუმჯობესებას მოხმარდა.
ერთობლივად, ეს ინვესტიციები ხელს უწყობს მოლდოვის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციას, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკურ ზრდას.
EBRD-ის ახალი სესხი მოლდოვის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, განაახლოს R7 გზა - მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც დასახლებებს რუმინეთის საზღვართან აკავშირებს და უკრაინასა და მოლდოვას შორის სატრანსპორტო მიმოსვლას უზრუნველყოფს. ასევე განახლდება M3 - მოლდოვის მთავარი საგზაო კავშირი კიშინიოვსა და დუნაის სანაპიროზე მდებარე საერთაშორისო თავისუფალ პორტს შორის.
ორივე გზა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ნაწილია, რაც აძლიერებს მოლდოვის, როგორც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო კარიბჭის როლს.
ევროპული სტანდარტების შესაბამისად ამ გზების სათანადო მოვლა ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკრაინასა და ევროკავშირის ბაზრებს შორის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას.
გზების ხარისხის გაუმჯობესება ასევე გაზრდის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების საიმედოობას. ამასთან, გზის მომხმარებლები ისარგებლებენ ავტომობილების ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებით, მგზავრობის დროის შემცირებითა და იმ მონაკვეთებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებით, რომლებიც ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.
ინვესტიციის ფარგლებში EBRD მოლდოვის მთავრობას საგზაო სექტორის მართვის გაძლიერებაშიც დაეხმარება. კერძოდ, მომზადდება საგზაო სექტორის გრძელვადიანი ეროვნული გენერალური გეგმა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების სტრატეგია. დამატებითი მხარდაჭერა მოხმარდება ეროვნული საგზაო ადმინისტრაციის კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული ციფრული „ერთი ფანჯრის“ სისტემის შექმნას, რომელიც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურისთვის ლიცენზირების პროცედურებს გაამარტივებს.
EBRD მოლდოვის უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია.
საერთო ჯამში, EBRD-ს მოლდოვაში 201 პროექტში €3.1 მილიარდზე მეტი აქვს ინვესტირებული.
მოლდოვის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი €1.9 მილიარდის მოცულობის ზრდის გეგმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროკავშირის ყველაზე მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერის პაკეტია. გეგმა ხელს შეუწყობს მოლდოვის ეკონომიკის გაძლიერებას და რეფორმების დაჩქარების, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის გზით ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს.
გეგმა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მოლდოვისთვის სპეციალური რეფორმებისა და ზრდის მექანიზმის ფარგლებში 2025–2027 წლებში. ზრდის გეგმა ინვესტიციების მობილიზებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია, მოლდოვის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.