მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

ნებისმიერ ციფრულ რუკას გარკვეული ცდომილება ყოველთვის აქვს Google Street View ამ პრობლემას სრულად აგვარებს - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

„ამიერიდან მთელ საქართველოში ვირტუალურად მოგზაურობა შეგვიძლია, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოებში ჩანს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Google-მა ეს პროექტი განახორციელა“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ.

ავთანდილ კასრაძის თქმით, Google Street View-ის ამოქმედება საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზაციას და ციფრული რუკების სიზუსტის გაუმჯობესებას.

„ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან უცხოელ ტურისტებს საშუალება ეძლევათ, წინასწარ აღმოაჩინონ სხვადასხვა ადგილები და ქვეყანაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება ასე მიიღონ. გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი კომპონენტია, რაზეც თავად Google-ის წარმომადგენლებმაც გაამახვილეს ყურადღება: ხშირად ხდება, როდესაც ქვეყნიდან დაბრუნებული მოგზაური ახლობლებსა და მეგობრებს რუკაზე უჩვენებს კონკრეტულ ადგილს, თუ სად იმყოფებოდა. ეს ბევრად მარტივს ხდის იმის ჩვენებას, თუ რა საოცარ გარემოში იმოგზაურა ადამიანმა, რაც სხვებსაც უბიძგებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ.

ეს პროექტი ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო, რეგიონალური და ლოკალური ბიზნესისთვის, რათა მათ მიერ შეთავაზებული გარემო უფრო თვალწარმტაცი და ხელშესახები გახდეს. მომხმარებლისთვის მხოლოდ იმის წაკითხვა კი არ იქნება საკმარისი, რომ ესა თუ ის ობიექტი, მაგალითად, რესტორანია, არამედ სრულ ვიზუალურ გამოსახულებას მიიღებს და სტუმრობის სურვილი გაუჩნდება.

გარდა ამისა, ზოგადად, ნებისმიერ ციფრულ რუკას იქნება ეს Google Maps-ი, Waze-ი თუ Apple Maps-ი  გარკვეული ცდომილება ყოველთვის აქვს. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მისამართი მიგვითითებია, თუმცა ნავიგაციას ზუსტ ადგილზე არ მივუყვანივართ. Street View ამ პრობლემას სრულად აგვარებს, რადგან რუკაზე არსებულ გეოლოკაციურ მონაცემებთან ერთად, ხელოვნურმა ინტელექტმა ვიზუალური მასალაც დაასინქრონა“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

GITA - ს თავმჯდომარის თქმით, Google Street View საქართველოში არა მხოლოდ ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესების პოპულარიზაციას, არამედ ციფრული სერვისების განვითარებასა და ნავიგაციის სიზუსტის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს მისამართების უფრო ზუსტად იდენტიფიცირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო სტარტაპებისთვის ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება - ავთანდილ კასრაძე

26.06.2026.11:40

Google Street View-ის პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველო და Google-ი თანამშრომლობის გაფართოებაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო რესურსების მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის პროცესის ეფექტიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა, ხოლო მხარეებმა შეთანხმება გამოთქვეს, რომ რუკების პროექტის წარმატება ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივების საფუძველი გახდეს.

„ნამდვილად, Google-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფ ტემპებში უზრუნველყო ყველა საჭირო ინსტრუმენტის გადაცემა ამ პროცესის დროულად დასაწყებად. მათ აღნიშნეს, რომ სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონიათ.

ჩვენი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ ეს წარმატება ძალიან კარგი სიგნალი უნდა გახდეს Google-ისთვის, რათა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ რუკების, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობაზე გავაკეთეთ, ვინაიდან Google-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა სამუშაო პროცესში.

გარდა ამისა, Google-ს აქვს უამრავი საგანმანათლებლო რესურსი, რომელთა ხელმისაწვდომობაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზედ პრიორიტეტულია. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ Google Maps-თან დაკავშირებული ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიან, ახალ პარტნიორობაში გადაიზარდოს. ამ მიმართულებით Google-ის მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი ფიქსირდება“, - აღნიშნა კასრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა