მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 20-25%-ით გაზრდის ბაზარს - დავით ონოფრიშვილი

news image
mbc image

როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, ქართული დაზღვევის ბაზარი განავითარებს სავალდებულო და ნებაყოფლობითი მიმართულებებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და საქმიანობებს მოიცავს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სავალდებულო დაზღვევის მაგალითებია ნოტარიუსები, აუდიტორები და, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სამედიცინო და სამშენებლო სექტორების წარმომადგენლები. დავით ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში ბაზრის ზრდას მნიშვნელოვანი ბიძგი ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა მიაწვდის, რომლის წლიური მოცულობა მინიმუმ 300 მილიონ ლარს შეადგენს და ბაზარს 20–25%-ით გაზრდის.

„დაზღვევა ნებაყოფლობით და სავალდებულო სახეობებად იყოფა. და იქ სადაც ეხლა სავალდებულო სახეობებია, ვთქვათ ჩვენთან არის რომ გარკვეული პროფესიული სავალდებულო დაზღვევა არის, მაგალითად ნოტარიუსებს აქვთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ, აუდიტორებს და ასე შემდეგ. და ეს განვითარება აქაც შეიძლება, მაგალითად უცხოეთში აქვთ ექიმებს, ქირურგებს, ანუ რომლებიც რისკიან პროცედურებს, ოპერაციებს ატარებენ, ან არქიტექტურის და მშენებლობის მხარეშიც სავალდებულო სახის. ამაზე ნამუშავებული ვართ ჩვენ მსოფლიო ბანკთან თავის დროზე და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება აქაც მოჰყვეს განვითარება. მაგრამ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ბიძგი რეალურად მისცეს ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევამ, TPL-ს რასაც ვეძახით და რომლის მთლიანი მოცულობა მინიმუმ 300 მილიონი იქნება, ანუ უცბად 20-25%-ით გაზრდის ბაზარს.

ამის საჭიროება არის. მე მგონი მოსახლეობაც ხვდება. ყველას ჰყავს თითქმის მანქანა, ავტომობილი ძაან გაიზარდა, მილიონს გადასცდა უკვე კარგა ხანია, მილიონნახევარიზე ცოტა მეტიც არის უკვე, ნუ თუმცა აქ შეიძლება ყველა არ მოძრაობს, ამიტომ ესეც ზუსტიც არ არის ეს ციფრები, იმიტომ რომ ზოგი მანქანა უკვე ისეთი ძველია საერთოდ დგას.  ამიტომ ეს მოსაწესრიგებელია და როცა ხდება ეს საავტომობილო შემთხვევები, უპირველეს ყოვლისა მესამე პირი, რომელიც არ დააშავა თვითონ და მოხვდა ასეთ შემთხვევაში, მას ჯიბიდან გაღება არ მოუწევს. უცხოეთშიც ბევრი დადის თუ ავტომობილები გამოუყვანიათ ვთქვათ რენთ-ქარით (Rent-a-car), როცა იღებ რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით, არავინ არ მოგცემს შენ იმ მანქანას თუ მინიმუმი არ დააზღვიე და ეს მინიმუმია სწორედ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ხშირად ყოფილა, საქართველოშიც ვიცით შემთხვევები, როცა არც ისე ძვირიანი მანქანით მოძრავ ადამიანს, მძღოლს დაჯახებია ძვირადღირებულ ავტომობილზე და თუ ის დაზღვეულია, იმას დაზღვევა კი გაუკეთებს, მაგრამ მერე დაზღვევა დაიწყებს ამოღებას თანხის ამ პირისაგან და რაც უფრო შესაძლებლობები ნაკლები გაქვს, უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდები. მესამე პირის ვალდებულებები სავალდებულო ვალდებულებები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით ამ ავტომობილის და თუნდაც სხვა სახეობებშიც ასევე.

და სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს კიდევ რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენთან განვითარებული არ არის. სიცოცხლის დაზღვევა რაც ვთქვით, რომ მარტო ბანკთან ასოცირებული, მაგრამ თავად სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს, სადაც ადამიანები მონაწილეობენ და შემდგომ უბრუნდებათ ეს ფული და ასე შემდეგ“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს - სებ

22.09.2026.19:00

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას აგრძელებს.

პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს კაპიტალის ბაზრის 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობას ასახავს.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. საუბარია ასევე კაპიტალის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

,,აქტიური სახაზინო ობლიგაციების ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის: სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის მრუდი მნიშვნელოვანი ბენჩმარკია კორპორაციული ობლიგაციების ფასწარმოქმნისთვის. ჩვეულებრივ, სახაზინო ობლიგაცია, როგორც ყველაზე ნაკლებად რისკიანი ფასიანი ქაღალდი ქვეყანაში, საბანკო დეპოზიტის პირველი
ფინანსური ალტერნატივაა ინვესტორებისთვის. როგორც წესი, პირველ რიგში ინვესტიციის ალტერნატივად თავს იმკვიდრებს სახაზინო ობლიგაცია, რასაც მოჰყვება ინვესტორების დანაზოგების განთავსება შედარებით უფრო რისკიან აქტივებში, მაგალითად, როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები. ადგილობრივი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების ნაშთი 2025 წლის ბოლოს არსებული
11.4 მილიარდი ლარიდან 2026 კვ-2 ბოლოს 12.4 მილიარდ ლარამდე
გაიზარდა. 2025 წლის ბოლოს ბაზრის ზომა მშპ-ს დაახლოებით 11%-ს
შეადგენდა”, - წერს სებ-ი.

ანგარიშის თანახმად, სახაზინო ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა
ხასიათდება ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი წილითა და ბოლო პერიოდში, არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდადი ტენდენციით: სახაზინო ფასიანი ქაღალდების უმეტეს ნაწილს კვლავ კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი ფლობენ, რომელთა ჯამური წილი 2026 კვ2-ის ბოლოს 89%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორები, როგორც წესი, ამჯობინებენ ობლიგაციების ფლობას ვადის გასვლამდე, რის გამოც, სავაჭრო აქტივობა მეორად ბაზარზე არის დაბალი.

,,საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და მიაღწია 2.74 მილიარდ ლარს: 2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი (იხ. გრაფიკი 4), რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით”, - აღნიშნავს სებ-ი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა