მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აზერბაიჯანი ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია, თანამშრომლობის ყველა მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ბაქოში გაიმართა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის - ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები. 

„აზერბაიჯანი ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა - ეს ეხება არამხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით კი აზერბაიჯანი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედის, ჩვენ არაერთი მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. დღეს კი ეკონომიკური სხდომის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებსა და იმ შედეგებზე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გვქონდა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით საქართველოს და აზერბაიჯანს დადებითი დინამიკა აქვთ. მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მნიშვნელოვან საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც ზრდის და ოპტიმიზაციის კუთხით დიდი პერსპექტივა აქვთ. მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების მიმართულებით. 

„ჩვენ ერთობლივად ვმონაწილეობთ განახლებადი ენერგეტიკული  ე.წ. მწვანე სამხრეთ კავკასიური დერეფნის მშენებლობაში - ეს ახალი სტრატეგიული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მიმართულებაა, სადაც ასევე გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი და ზრდა,   ამ საკითხზეც დეტალურად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც და საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც დიდი პოტენციალი აქვს, რომ გადაიქცეს რეალურ ციფრულ ჰაბად და ეს დაეხმაროს არამხოლოდ ეკონომიკის ამ კონკრეტული მიმართულების განვითარებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ციფრულ ტრანსფორმაციას, განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდასაც", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მთავრობათაშორისი კომისიის წევრებმა იმსჯელეს - ინვესტიციებია. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პირდაპირი ინვესტიციების კუთხით აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 3 მლრდ აშშ დოლარია განხორციელებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. 

„ინვესტიციები დივერსიფიცირებულია სხვადასხვა სფეროში. კომისიის ფარგლებში ჩვენ, რა თქმა უნდა,  შევეხეთ კონკრეტულ პროექტებს, სადაც გვაქვს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, შეიძლება ერთობლივი საწარმოების გაკეთება და დამატებითი ინვესტიციების განხორციელება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა