მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა III კვარტალში დაჩქარდა და წლიურად 36% შეადგინა - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, გარდაბნის სარკინიგზო გამშვები პუნქტით შემოსვლების რაოდენობამ 2026 წლის პირველ 9 თვეში 28 000 მიაღწია | TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital  განახლებული პუბლიკაციას „ტურიზმის სექტორის მიმოხილვა - 9 თვე 2026“ აქვეყნებს.

„2026 წლის პირველ 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. ტურისტულმა ვიზიტებმა 2.3%-ით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა, 3,796 მლნ აშშ დოლარამდე.

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობამ 65% შეადგინა (+3 პპ), ნომრის საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) კი 154 აშშ დოლარი (+14%).

ვიზიტების მატების მთავარი წყაროები ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა იყო. ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა კი ინდოეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან ვიზიტების შემცირებამ იქონია.

აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მესამე კვარტალში დაჩქარდა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გარდაბნის პუნქტით შემოსვლებიც. ინდოეთიდან ვიზიტების კლებას კი ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო IndiGo-ს მიერ თბილისის რეისების შეჩერებამ.

შემოსავლების ზრდას ძირითადად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა უწყობდა ხელს, ხოლო ირანიდან და საუდის არაბეთიდან შემოსავლები მკვეთრად შემცირდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა III კვარტალში დაჩქარდა და წლიურად 36% შეადგინა - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, გარდაბნის სარკინიგზო გამშვები პუნქტით შემოსვლების რაოდენობამ 2026 წლის პირველ 9 თვეში 28 000 მიაღწია | TBC Capital

27.10.2026.08:00

TBC Capital  განახლებული პუბლიკაციას „ტურიზმის სექტორის მიმოხილვა - 9 თვე 2026“ აქვეყნებს.

„2026 წლის პირველ 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. ტურისტულმა ვიზიტებმა 2.3%-ით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა, 3,796 მლნ აშშ დოლარამდე.

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობამ 65% შეადგინა (+3 პპ), ნომრის საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) კი 154 აშშ დოლარი (+14%).

ვიზიტების მატების მთავარი წყაროები ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა იყო. ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა კი ინდოეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან ვიზიტების შემცირებამ იქონია.

აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მესამე კვარტალში დაჩქარდა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გარდაბნის პუნქტით შემოსვლებიც. ინდოეთიდან ვიზიტების კლებას კი ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო IndiGo-ს მიერ თბილისის რეისების შეჩერებამ.

შემოსავლების ზრდას ძირითადად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა უწყობდა ხელს, ხოლო ირანიდან და საუდის არაბეთიდან შემოსავლები მკვეთრად შემცირდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა