მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

აზერბაიჯანის რკინიგზა ლოკომოტივების პარკს განაახლებს - ჩინეთიდან ბაქოში ახალი ლოკომოტივები ჩაიტანეს

news image
mbc image

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ (ADY), AZCON Holding-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანია, ლოკომოტივების პარკის განახლებასა და სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებს.

ბაქოში ჩინური CRRC Ziyang Co., Ltd.-ის მიერ წარმოებული AC50 ტიპის შვიდი თანამედროვე სატვირთო ლოკომოტივი ჩაიტანეს. ძირითადი ხაზებისთვის განკუთვნილი ლოკომოტივები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური წევის სისტემებით, გამოირჩევა მაღალი წევითი სიმძლავრითა და საწვავის დიდი ავზით. ისინი მძიმე სატვირთო მატარებლების უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას იძლევა და თანამედროვე მართვისა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.

ტექნიკური მომსახურების 90-დღიანი ინტერვალი ლოკომოტივების უფრო საიმედო და უწყვეტ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

AC50 მოდელი აკმაყოფილებს რკინიგზის საერთაშორისო კავშირის (UIC) Stage IIIA-ის ეკოლოგიურ სტანდარტებს, რაც მას ემისიებზე სპეციალური მოთხოვნების მქონე ტერიტორიებზე შეუზღუდავად გამოყენების საშუალებას აძლევს. ახალი ლოკომოტივები საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე სატვირთო გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული.

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ ლოკომოტივების პარკის განახლებას, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებისთვის მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე მოქნილი და უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფას გააგრძელებს.

ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროგრამის მომდევნო ეტაპზე, რომელიც დამატებით 14 სატვირთო ლოკომოტივის შეძენას ითვალისწინებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

13.10.2026.19:00

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 615 338.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 025 387.3 ათას დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 104 838.6 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.77%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

• ფეროშენადნობები - 38 108.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 258.5 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 826.6 ათასი დოლარი;
• საფრენი აპარატების ნაწილები - 8 039.2 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 507.9 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-დან 1 510 500.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 962 900.2 ათასი დოლარის. კლება 23.05%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

• მსუბუქი ავტომობილები - 1 364 131.3 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 44 734.6 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 13 049.6 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7 850.9 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 6 899.6 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა