მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი ფარავს გაზმომარაგებას - გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტს და ელექტროენერგიის ტრანზიტს, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი, ფაქტიურად, გაჩერებული პროექტის ოპერირების დაწყებას, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენს გულისხმობს" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში იზრდება ეკონომიკა, ეკონომიკური საქმიანობები და აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მზარდია გაზის მოხმარებაც.

„სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტის საჭიროებაზე, მაგალითად, გასულ წელს სამი მილიარდ ორასი მილიონი კუბური მეტრის მოხმარება მოხდა ჩვენს ქვეყანაში გაზის სექტორში. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი, პირველი - გაზის უწყვეტობა და ტექნიკური გამართულობა, მეორე - კომერციული პირობები, რომელიც განაპირობებს და პირდაპირ ისახება თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ისევე როგორც საწარმოებზე და მესამე — ეს არის დივერსიფიკაცია და დივერსიფიკაციის პოლიტიკა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ყოველთვის სენსიტიური იყო სოციალური გაზმომარაგების საკითხი და სოციალური გაზის ხელშეკრულება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და სასიხარულოა, რომ არსებული ოცწლიანი შეთანხმება, რომელსაც მიმდინარე წელს ეწურება ვადა, გახანგრძლივდა, გაგრძელდა და უკვე ახალი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი სოციალური გაზი სოციალურ ფასად ჩვენი ქვეყნისთვის.

„ამ შეთანხმებებით, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას, რადგან საქართველოს გავლით არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადის, მათ შორის, გაზის და ნავთობის მილსადენები, ისევე როგორც ელექტროგადამცემი ხაზები" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა