მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

news image
mbc image

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილმა შემოდინებამ და უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას, რის შედეგადაც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. 

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის სექტემბრის ანგარიშის განახლებული მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს 6%-ით განისაზღვრა, რაც ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევ 4.5%-იან პროგნოზს აღემატება.

„ეკონომიკის ზრდა 2024 წელს 5%-ზე შენარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის პოტენციალის დაბრუნებისა და შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე. 

“იმედისმომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების კოვიდ-19-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად. საქართველოს შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატ-გონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ხოლო – 10.2%-იანი მომსახურების სექტორებში. მომსახურების სექტორში ზრდა გამოიწვია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 14.0%-იანმა დაწინაურებამ, საცხოვრებელი და სურსათის მომსახურებაში 15.7%-იანმა, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის 44.2%-იანმა და ხელოვნების, გართობისა და რეკრიაციის სექტორში 17.2%-მდე ზრდამ, უმეტესწილად ტურიზმის აღდგენის შედეგად. 

ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის მცირედი პროფიციტი მიღებულ იქნა მაღალი შემოსავლებისა და მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაცის შედეგად. სახელმწიფო ვალი დაბალ ნიშნულზე დარჩა და მშპ-ს 39.8% შეადგინა, რადგან ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და შედარებით სტაბილურმა ლარმა მშპ-ს ზრდას შეუწყო ხელი.  

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა 2022 წელს მშპ-ს 13.5%-ის ექვივალენტიდან 2023 წელს 3.2%-მდე. ეს გამოიწვია მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფულადმა გადარიცხვებმა და ტურიზმიდან, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსავალმა. 2022 წელს უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების  რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემდეგ, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელთაგან თითქმის ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა