მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG-იმ ენერგეტიკულ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა გამართა

news image
mbc image

ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ტენდენციები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.

შეხვედრაზე გამოცხადდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები, მათ შორის, მედიანური ტარიფი.

აღსანიშნავია, რომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ ჯამური სიმძლავრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს, 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება.

აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური  (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები  მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მის გუნდთან საკმაოდ საინტერესო და ორივე მხარისთვის ღირებული შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. შესაბამისად, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, აუცილებელი და მნიშვნელოვანია მთავრობასა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, როგორც დარგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. ენერგეტიკის დარგი, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი გენერატორი შეიძლება გახდეს. ასევე, ენერგეტიკა ის დარგია, სადაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსპექტივაა " განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა