მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა - ირაკლი ქარსელაძე

news image
mbc image

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გზა საერთაშორისო გზის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ბაკურციხე-წნორის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ამჟამად არსებული გზის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ 6 სოფელს გადის და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, დაუშვებელია ამ პირობებში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. ახალი 16.6 კმ-იანი გზა კი, გვერდს აუვლის ქალაქ წნორს და ექვსივე სოფელს. ახალი გზით მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტოტრანსპორტის გამტარობა და დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი.

„გამოწვევების მიუხედავად, გვაქვს პროექტის განვითარების პროგრესი. ხელოვნური ნაგებობების 77% უკვე დასრულებულია და ექვსივე ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა, ზაფხულში დაიწყება ბურჯების მოწყობა, ისე რომ, სახელშეკრულებო ვადის გათვალისწინებით, 2024 წელს პროექტი დასრულდეს და გზა შევიდეს ექსპლუატაციაში,“ - აღნიშნა ქარსელეძემ. 

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ-ი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას.

ამჟამად არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა კი, გვერდს აუვლის როგორც ქალაქ წნორს, ისე 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარია

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა