მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის - საქართველოს რკინიგზა

news image
mbc image

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონის ინფრასტრუქტურაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდა, კერძოდ: მარაბდა-კარწახის მონაკვეთი 4 ახალ და 15 რეაბილიტირებულ სარკინიგზო ხიდს, 13 თანამედროვე სტანდარტების მქონე სადგურს, 34 გზაგამტარს, 8 უახლესი წევის ქვესადგურს, ლიანდაგის თოვლით დანამქვრისგან დამცავ 4 გალერეას, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბსა და ახალქალაქის თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს მოიცავს.

ახალქალაქის სადგური ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 102 ჰექტარია. გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ დაპროექტებული სადგური ყველა სახეობის ტვირთზეა გათვლილი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის განმტკიცების მიმართულებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

14.09.2026.17:10

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +8.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 132.70 - 137.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.67% წინა კვირასთან შედარებით და +6.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.24 - 51.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.25 - 45.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა