მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„2 ივნისი იყო ნამდვილად ისტორიული დღე, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენს სატრანსპორტო ქსელს რეგიონში დაემატა სრულიად ახალი, თანამედროვე სარკინიგზო ქსელი და ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გავაღრმავოთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს აღნიშნული დერეფნის კონტექსტში.

„აღნიშნული სარკინიგზო ქსელი აკავშირებს როგორც ცენტრალურ აზიას თურქეთთან და ევროპასთან, ასევე სამხრეთ კავკასიას თურქეთთან და ევროპასთან, რაც გვაძლევს დამატებით ალტერნატივებს იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებასა და ერთ მარშრუტზე. შესაბამისად, აღნიშნული სარკინიგზო ქსელი, სრულ ექსპლუატაციაში შესვლით გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევძლებთ, სრულად დავტვირთოთ აღნიშნული სატრანსპორტო ქსელი და სრულად შევძლოთ მომსახურება არამარტო რეგიონის ჭრილში. ეს ასევე არის სიგნალი მსოფლიოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენი როლი კიდევ უფრო ძლიერდება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

14.09.2026.17:10

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +8.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 132.70 - 137.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.67% წინა კვირასთან შედარებით და +6.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.24 - 51.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.25 - 45.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა