ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია - თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს, სწორედ, ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია.
„მოხარული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება დღეს უკვე შესაძლებელია. პირველ რიგში, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მასპინძლობისთვის და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობის მიმართ. ჩვენ მოძმე ქვეყანა აზერბაიჯანსაც მინდა, მადლობა გადავუხადო და ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ იმყოფება. დღეს, აქ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს. ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. დღეს, საქართველოს მხარეს დასრულდა ყველანაირი სამუშაოები, რაც რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავებისთვის იყო საჭირო. ამ განვითარებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან კრიზისულ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების არსებობა. ამასთან, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, ეს არის მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი, უსაფრთხო დერეფანი. უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც ამის ნათელი მაგალითია. საქართველოს მხარეს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეიდან, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, საერთო ხედვით არის წარმოდგენილი საერთაშორისო და მსოფლიო მნიშვნელობის გადაზიდვის დერეფანი“, - აღნიშნა აბდულქადირ ურალოღლუმ.
სხვა სიახლეები
საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი
16.07.2026.01:00
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.
„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.