მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს l თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთანდაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელსაც ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ემატება.

„ეს სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაზიდვების დინამიკა მზარდია. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალის სრულად დატვირთვას. ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მომხდარიყო. წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინიციატივა განხორციელდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ახალი სარკინიგზო ხაზი შედის სრულ ექსპლუატაციაში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპროექტო მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონ ტონას შეადგენს. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება დამატებითი ტვირთების მოზიდვა აღნიშნული სატრანსპორტო ხაზის სრულად დასატვირთად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი

16.07.2026.01:00

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა