მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.2
0.0034
flag
AZN 1.5685
-0.0008
flag
CNY 39.422
-0.0005
flag
EUR 3.1043
-0.0028
flag
GBP 3.5911
0.0001
flag
KZT 54.23
-0.0016
flag
TRY 0.058
-0.0001
flag
USD 2.666
-0.0013
news banner

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის და შუა დერეფნის მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში რეგიონულ თანამშრომლობასა და იმ მსხვილ, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.

„ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთთან და ყაზახეთთან კონტეინერული გადაზიდვები 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზე.

„ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა–კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს „საქართველოს რკინიგზა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრმა დავით ხუდატიანმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კორპუსებში არსებულ ოფისებს ბევრად უფრო დაბალი საფასო ნიშნული აქვს, ვიდრე ბიზნესცენტრებს - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი

02.06.2026.17:30

ჩვენი შეფასებით, კორპუსის ოფისები დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც თითქმის ნახევარი გაქირავებულია, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 

ზუკა თავყელიშვილი განცხადებით, თბილისში საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ვაკანტურობის დონე დაბალ, 7%-იან ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ძირითადად IT და ფინანსური სექტორების ზრდა და უცხოური კომპანიების მხრიდან მაღალი კლასის ბიზნესცენტრებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.

„კონტექსტისთვის რომ ვთქვათ, ჯამურად ბაზარზე პრაქტიკულად პირველად შევაფასეთ თბილისში არსებული ყველა ტიპის საოფისე სივრცე და მათი ჯამური მოცულობა. აქ ვგულისხმობთ გასაქირავებელ და საკუთრებაში მყოფ ბიზნესცენტრებს, Co-working სივრცეებსა და საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ოფისებს. ეს უკანასკნელი რეალურად ყველაზე მეტად ფრაგმენტირებულია და მასზე ინფორმაცია ყველაზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ ეს კატეგორია - კორპუსის ოფისები - დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც თითქმის ნახევარი გაქირავებულია. ამ ნაწილს ისტორიული საფუძველი აქვს; ერთ-ერთი განმსაზღვრელია ლოკაციის ფაქტორიც, თუმცა მთავარ მოტივად მაინც ფასი რჩება. როგორც კვლევაშიც ჩანს, კორპუსებში არსებულ ოფისებს ბევრად უფრო დაბალი საფასო ნიშნული აქვს, ვიდრე ბიზნესცენტრებს.

კონკრეტულად ბიზნესცენტრებზე რომ გადავიდეთ, რაც ჩვენი კვლევის მთავარი საგანი იყო, აქ სამი კლასი გვაქვს გამოყოფილი: ბიუჯეტური, საშუალო და მაღალი. ბუნებრივია, თითოეულ კლასზე მოთხოვნას სხვადასხვა სეგმენტის კომპანიები ქმნიან. თუ ბიუჯეტურ და საშუალო კლასზე მოთხოვნას ძირითადად ადგილობრივი კომპანიები აგენერირებენ, მაღალ კლასში უცხოური კომპანიების წილი ყოველწლიურად მზარდი და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2025 წელს გაქირავებული ფართობის ორი მესამედი სწორედ უცხოურ კომპანიებს ეჭირათ. მათგან ორი ყველაზე მსხვილი მიმართულება ფინანსური სერვისები და IT სექტორია. წინა წლების განმავლობაში IT და ფინანსურ სექტორებში დასაქმების ზრდა იყო ის ძირითადი ფუნდამენტი, რის ხარჯზეც ბაზარმა შეძლო გაზრდილი მიწოდების ძალიან მარტივად ათვისება და დღევანდელ ნიშნულამდე მოსვლა, სადაც ვაკანტურობა საკმაოდ დაბალ - 7%-იან ზღვარზე ნარჩუნდება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.

შეგახსენებთ, რომ  Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.

„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.

მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.

მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა