ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენა ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.
დოკუმენტის მთავარი აქცენტები შეეხება ეკონომიკურ ზრდას, საქართვეოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას და გავლით კურსს: 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 2026 წლის პირველ ოთხ თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 8.3% შეადგინა; საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა 2026 წლის მაისში ლარი დოლართან მიმართებით 0.8%-ით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 2.67 ლარი/$ შეადგინა.
,,ველით, რომ რეზერვების დაგროვების პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 7.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენი წინა პროგნოზის (7.0 მლრდ აშშ დოლარი) ზრდის მიმართულებით გადახედვას ასახავს", - აღნიშნულია ანგარიშში.
Galt & Taggart-ის შეფასებით, პერიოდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს დაკავშირებადობის გაუმჯობესებასა და აღდგენის დინამიკის გაძლიერებაზე. მათ შორისაა 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო–თბილისის მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.
,,მოველით, რომ ეს ფაქტორი მომავალში ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს და სრულად დააკომპენსირებს ბოლო პერიოდის დანაკარგებს. შესაბამისად, 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზს უცვლელად, 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვინარჩუნებთ”, - აღნიშნავს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
14.09.2026.17:10
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +8.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 132.70 - 137.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.67% წინა კვირასთან შედარებით და +6.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.24 - 51.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.25 - 45.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.