მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ბაქო - თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა 2026 წლის ტურიზმის პერსპექტას აძლიერებს - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,ბაქო-თბილისის რკინიგზის ხელახლა გახსნა 2026 წლის ტურიზმის პერსპექტივებს უჭერს მხარს” აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია რკინიგზის გახსნის პოტენციური ეფექტი და ეკონომიკური პერპექტივები.

,,ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზს 4.9 მილიარდ აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ავლეთში ესკალაციამ დროებით შეამცირა რეგიონიდან ტურისტების ნაკადი, ველით, რომ ბაქო–თბილისის რკინიგზის მომსახურების აღდგენა სრულად დააბალანსებს ამ დანაკლისს. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის მარტ-აპრილში ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის შემოსავლების დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ახლად გახსნილი აზერბაიჯანული სარკინიგზო მარშრუტი სრულად აანაზღაურებს ამას, რადგან ვვარაუდობთ დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ტურიზმის შემოსავალს ამ მიმართულებიდან 2026 წლის მეორე ნახევარში. აზერბაიჯანის წილი საქართველოს ტურისტულ ნაკადში 2019 წლის 15%-დან შემცირდა 2025 წელს 4%-მდე, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში სახმელეთო საზღვრის შეზღუდვებით, მათ შორის ბაქო-თბილისის რკინიგზის შეჩერებით. ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურების აღდგენა ამ ტენდენციის შებრუნებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშულია ანგარიშში.

2026 წლის 18 მაისს საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ბაქო–თბილისის მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო რკინიგზის აღდგენაზე, ხოლო მომსახურება 26 მაისს განახლდება.

,,ველით, რომ ამ აღდგენით აზერბაიჯანიდან ტურისტული შემოსავლები დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც აზერბაიჯანიდან მიღებული ტურიზმის მთლიანი შემოსავლის პროგნოზი 2026 წლისთვის 435 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. ეს რკინიგზის მარშრუტი 2019 წელს დაახლოებით 19 ათას ტურისტს ემსახურებოდა მის შეჩერებამდე 2020 წელს; აღსანიშნავია, რომ ამ ჩამოსვლების 47% მესამე ქვეყნებიდან იყო, ხოლო ჩინეთი მესამე უდიდესი წყარო ბაზარს წარმოადგენდა. შესაბამისად, ველით, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ამ მარშრუტით საქართველოს ტურიზმის ზრდას. მარშრუტის გახსნა დროულად აძლიერებს პოზიტიურ იმპულსს, რომელიც აანაზღაურებს ახლო აღმოსავლეთის დროებით სისუსტეს და ამყარებს წლის სრულ პროგნოზს”, - წერს Galt & Taggart - გალტ & თაგარტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან მიღებული ტურიზმის შემოსავლები $435 მილიონს გაუტოლდება

25.05.2026.07:30

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,ბაქო-თბილისის რკინიგზის ხელახლა გახსნა 2026 წლის ტურიზმის პერსპექტივებს უჭერს მხარს” აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია რკინიგზის გახსნის პოტენციური ეფექტი და ეკონომიკური პერპექტივები.

,,ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზს 4.9 მილიარდ აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ავლეთში ესკალაციამ დროებით შეამცირა რეგიონიდან ტურისტების ნაკადი, ველით, რომ ბაქო–თბილისის რკინიგზის მომსახურების აღდგენა სრულად დააბალანსებს ამ დანაკლისს. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის მარტ-აპრილში ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის შემოსავლების დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ახლად გახსნილი აზერბაიჯანული სარკინიგზო მარშრუტი სრულად აანაზღაურებს ამას, რადგან ვვარაუდობთ დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ტურიზმის შემოსავალს ამ მიმართულებიდან 2026 წლის მეორე ნახევარში. აზერბაიჯანის წილი საქართველოს ტურისტულ ნაკადში 2019 წლის 15%-დან შემცირდა 2025 წელს 4%-მდე, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში სახმელეთო საზღვრის შეზღუდვებით, მათ შორის ბაქო-თბილისის რკინიგზის შეჩერებით. ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურების აღდგენა ამ ტენდენციის შებრუნებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშულია ანგარიშში.

2026 წლის 18 მაისს საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ბაქო–თბილისის მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო რკინიგზის აღდგენაზე, ხოლო მომსახურება 26 მაისს განახლდება.

,,ველით, რომ ამ აღდგენით აზერბაიჯანიდან ტურისტული შემოსავლები დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც აზერბაიჯანიდან მიღებული ტურიზმის მთლიანი შემოსავლის პროგნოზი 2026 წლისთვის 435 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. ეს რკინიგზის მარშრუტი 2019 წელს დაახლოებით 19 ათას ტურისტს ემსახურებოდა მის შეჩერებამდე 2020 წელს; აღსანიშნავია, რომ ამ ჩამოსვლების 47% მესამე ქვეყნებიდან იყო, ხოლო ჩინეთი მესამე უდიდესი წყარო ბაზარს წარმოადგენდა. შესაბამისად, ველით, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ამ მარშრუტით საქართველოს ტურიზმის ზრდას. მარშრუტის გახსნა დროულად აძლიერებს პოზიტიურ იმპულსს, რომელიც აანაზღაურებს ახლო აღმოსავლეთის დროებით სისუსტეს და ამყარებს წლის სრულ პროგნოზს”, - წერს Galt & Taggart - გალტ & თაგარტი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა