მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ბაქო-თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმს l თამარ იოსელიანი

news image
mbc image

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა. რეისს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. პირველ მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი.

თამარ იოსელიანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული.

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა დავიცვათ იგი. შესაბამისად, დღეს მართლაც ისტორიული დღე გვაქვს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის რეისი პირველად შესრულდა. 26 მაისიდან რეისები ყოველდღიურად განხორციელდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს, აზერბაიჯანელ სტუმრებსა და ტურისტებს კომფორტული მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის სტიმულირებას, ისე ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ახლადდანიშნულ მარშრუტზე რეისები ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

14.09.2026.17:10

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +8.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 132.70 - 137.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.67% წინა კვირასთან შედარებით და +6.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.24 - 51.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.15% წინა კვირასთან შედარებით და +2.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.25 - 45.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა