მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.

მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მინისტერიალზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე და თუ რამდენად მზარდია რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

„საქართველომ მონაწილეობა მიიღო "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში", რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გლობალურად ენერგეტიკის სექტორში არსებობს და თუ რამდენად მზარდია ჩვენი რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მათ შორის მწვანე დერეფნის კონტექსტში, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმებისა და ზოგადად სექტორის განვითარების პერსპექტივებით, ჩვენ უზრუნველვყოთ ძალების გაერთიანება და ამავდროულად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრის ფარგლებში საკმაოდ ამომწურავად გვესაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ, იმ ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სექტორის განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველვყოთ ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველო, პირველ რიგში, გახდეს თვითმყოფადი ელექტროგენერაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ენერგეტიკული რესურსის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. 

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ახლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რაც არის უშუალოდ ფსკერის კვლევები იმისთვის, რომ აქტიურად დავიწყოთ უშუალოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა GECO Power Company-ის ბიუჯეტი, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია მარეგულირებელი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა.

მინისტერიალზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.

მინისტრიალს დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობების, ბაზრის განვითარებისა და აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა