ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის სამუშაოებისთვის თანხის 65%-ია ათვისებული
ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გმოყოფილი თანხის 65%-ი უკვე ათვისებულია და პროექტის დასრულება, კონტრაქტის თანახმად, 30 სექტემბრის ჩათვლით იგეგმება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად მომხადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 2022 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახლციხის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ4+100 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ახორციელებს.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 19 399 999.27 ლარს, დღგ-ს ჩთვლით. დღეის მდგომარეობით სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესრულებულია 12 651 101.96 ლარის სამუშაოები, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2014 წელს დასრულდა, ხოლო ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 0+00- კმ4+100 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე მიმდინარე პროექტია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826