ბათუმში ახალაშენებული ბინები 3%-ით გაძვირდა და 1 კვ/მ-ზე ფასმა $926 შეადგინა
თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 30%-ით, 1,120 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში, თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს
22.05.2026.19:00
საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: