მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს

news image
mbc image

ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას - უშგულში, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლებს კინომოყვარულებსა და ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს.

2021 წელს რეჟისორ მარიამ ხაჭვანისა და პროდიუსერ თეიმურაზ ჩხვიმიანის მიერ დაარსებული ფესტივალი, დღესდღეობით, ქართული კინოს საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად არის აღიარებული. წელს უშგულს უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ეწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ ქმნის უნიკალურ კულტურულ და პროფესიულ სივრცეს, სადაც: 

-       ახალგაზრდა და გამოცდილ კინემატოგრაფისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარადგინონ;

-       ტარდება Work-in-Progress/პოსტ-პროდუქციის და Pitching Forum კონკურსები, ინდივიდუალური შეხვედრები და მასტერკლასები;

-       მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თანამედროვე ქართულ და უცხოურ კინოს, ასევე იხილოს ქართული კინოკლასიკის რეტროსპექტივები.

ფესტივალზე გაიმართება დასრულებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები, რომლებსაც სპეციალურად ჩამოსული საერთაშორისო ფესტივალების პროგრამერები დაესწრებიან. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რეჟისორების ხელშეწყობას და მათი ნამუშევრების მსოფლიო კინოფესტივალებზე მოხვედრას.

ფესტივალი გაიხსნება ძველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებით, კვირეულის ფარგლებში, უცხოელი და ქართველი რეჟისორები, ფესტივალების პროგრამერები და სეილს-აგენტები ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაიმართება ცის ქვეშ კინოჩვენებები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის ახალ პლატფორმაზე მოქალაქეებს შეუძლიათ შეადარონ კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსები - დეტალები

16.07.2026.12:22

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

აქამდე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის საგადახდო მომსახურებების ტარიფების, ვალუტის გაცვლითი კურსების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ინფორმაციის ცალ-ცალკე მოძიება უწევდათ, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა. 

ახალი ფუნქციონალის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა  ექნება:

  • შეადაროს სხვადასხვა კომერციული ბანკის საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფები;
  • სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შეარჩიოს მომსახურებები მისთვის საინტერესო კრიტერიუმებით და მარტივად შეადაროს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები;
  • მიიღოს განახლებული ინფორმაცია კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსების შესახებ;
  • გამოიყენოს მარტივი, რთული, საბარათე და ვალუტის გაცვლის კალკულატორები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შესაფასებლად;
  • ასევე, შეადაროს კომერციულ ბანკებში მოქმედი დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აირჩიოს ფულის დაზოგვის მისთვის საუკეთესო ალტერნატივა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ახალი ფუნქციონალი საბანკო მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლის ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში შეადარონ სხვადასხვა ბანკის პირობები და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისე საბანკო სექტორში გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებას“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალი პლატფორმის წარდგენის ღონისძიებაზე, რომელსაც კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ხელმძღვანელები, პროექტში ჩართული მხარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის ტარიფების შედარების პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეადარონ როგორც ცალკეული საგადახდო მომსახურების ტარიფები, ისე სატარიფო ნაკრებები. ამასთან, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული მომსახურების საკომისიოს, არამედ მასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურებების ღირებულების ნახვაც. ცალკეა წარმოდგენილი პერიოდულად გადასახდელი საკომისიოების ჯამური ოდენობა, რაც მომსახურების სრული ღირებულების შემადგენელი კომპონენტების ნახვას და შეფასებას ამარტივებს.

გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის საინტერესო მომსახურება, მომსახურების მიღების არხი - ფილიალი, ინტერნეტბანკი ან მობაილბანკი - შესაბამისი ვალუტა და მიღებული შედეგები მარტივად შეადაროს. ფუნქციონალი მორგებულია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების საჭიროებებზე.

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი კალკულატორები მოქალაქეებს მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შეფასებაში დაეხმარება. მარტივი კალკულატორი კონკრეტული ოპერაციის საკომისიოს ითვლის, ხოლო რთული კალკულატორი მომხმარებლის მიერ შერჩეული პარამეტრების საფუძველზე სხვადასხვა საბანკო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში წლის განმავლობაში მოსალოდნელ ჯამურ ხარჯს ანგარიშობს. ამასთან, გათვალისწინებულია როგორც ცალკეული მომსახურების ტარიფები, ისე სატარიფო ნაკრებებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი პირობებიც.

ცალკე ფუნქციონალი ეთმობა საბარათე ოპერაციების კალკულატორს, რომელიც მომხმარებელს საზღვარგარეთ ბარათით გადახდასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯის წინასწარ შეფასების შესაძლებლობას აძლევს. კალკულატორი ითვალისწინებს როგორც უცხოეთში განხორციელებულ ვალუტის კონვერტაციას და შესაბამისს გაცვლის კურსს და საკომისიოებს, ასევე მისი მომსახურე ბანკის მიერ განხორციელებულ ვალუტის კონვერტაციას, რაც მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი საბანკო ბარათის შერჩევაში ეხმარება.

მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ შეადარონ კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსები. გაცვლითი კურსების გვერდზე შესაძლებელია სასურველი თანხის მითითება, რის შემდეგაც სისტემა სხვადასხვა ბანკის პირობების შედარების შესაძლებლობას იძლევა. სავალუტო კალკულატორი კი წინასწარ აჩვენებს კონვერტაციის შედეგს და მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი გაცვლითი კურსის მოძიებაში ეხმარება.

ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია კომერციული ბანკების დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც დეპოზიტებზე დასარიცხ სარგებელს, ისე მასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს. სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შეადაროს მისთვის საინტერესო პირობები და შეარჩიოს საუკეთესო ალტერნატივა.

ამასთან, აღსანიშნია, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია და პირობები ასახავს კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკისთვის მიწოდებულ მონაცემებს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს. ამდენად, ოპერაციის განხორციელებამდე, მოქმედი ვალუტის გაცვლითი კურსი და შესაბამისი მომსახურების პირობები მომხმარებელმა მისთვის სასურველ კომერციულ ბანკთან უნდა გადაამოწმოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა