მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს თვე რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩევა - ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით თითქმის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე 22%-იანი ზრდა არის 8 თვის ჭრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს კომპლექსურ მიდგომაზე, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება მეწარმეობის მხარდაჭერა სხვადასხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტებით. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა. კაპიტალის ბაზარი, მისი განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გასული წლის განმავლობაში 1,6 მილიარდი ლარის ემისიები განხორციელდა, სადაც თითქმის ნახევარი გამოშვებების მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით მოხდა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასევე აქტიურობით გამოირჩეოდა 2025 წელი.

„საერთაშორისო გამოფენებში კერძო სექტორის მონაწილეობის თვალსაზრისით, სახელმწიფომ უზრუნველყო 70-ზე მეტი მეტ გამოფენაში კომპანიების მონაწილეობა მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ერთობლიობაში ეს ღონისძიებები იძლევა იმ შედეგს, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მისასალმებელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე 2026 წელსაც ნარჩუნდება". - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე - ირაკლი ნადარეიშვილი

14.09.2026.21:24

„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს თვე რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩევა - ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით თითქმის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე 22%-იანი ზრდა არის 8 თვის ჭრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს კომპლექსურ მიდგომაზე, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება მეწარმეობის მხარდაჭერა სხვადასხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტებით. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა. კაპიტალის ბაზარი, მისი განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გასული წლის განმავლობაში 1,6 მილიარდი ლარის ემისიები განხორციელდა, სადაც თითქმის ნახევარი გამოშვებების მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით მოხდა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასევე აქტიურობით გამოირჩეოდა 2025 წელი.

„საერთაშორისო გამოფენებში კერძო სექტორის მონაწილეობის თვალსაზრისით, სახელმწიფომ უზრუნველყო 70-ზე მეტი მეტ გამოფენაში კომპანიების მონაწილეობა მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ერთობლიობაში ეს ღონისძიებები იძლევა იმ შედეგს, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მისასალმებელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე 2026 წელსაც ნარჩუნდება". - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა